სიახლეები
19 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2016- ის ფარგლებში, უმასპინძლა სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციას თემაზე: „კვლევები და საზოგადოებასთან ურთიერთობა“.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის კვლევის საჭიროებისა და აუცილებლობის გააზრება, ყველაზე ეფექტური კვლევის მეთოდები, კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის და მათი სტრატეგიული გამოყენების მიდგომები.
ლექცია წაიკითხა საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქ-ნ მარიამ ბანძელაძემ.